რომან გოცირიძე იუსტიციის სამინისტროზე - სტრასბურგში, სააკაშვილის წინააღმდეგ ძალის გადამეტების კადრები გაგზავნილი იქნებოდა, მაინც ვნახავდით და მათი ჭკუით, წინმსწრები ნაბიჯი გადადგეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო 24 ნოემბრამდე იძულებული გახდა კადრები გაესაჯაროვებინა წინმსწრებად, რადგან საზოგადოება ამას მაინც ნახავდა. ამის შესახებ რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„სტრასბურგის სასამართლოში შავით თეთრზე წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი მაღალი ხარისხის კლინიკაში და არა ორღობის კლინიკაში, რომელიც ვნახეთ. რაც მთავარია, წერია, რომ 24 რიცხვამდე მონიტორინგი დაწესდა. იძულებული იქნება ხელისუფლება ყველაფერი გამოამზეუროს, ამიტომაც გახდა ამ კადრების ჩვენება მათი მხრიდან წინმსწრები ნაბიჯი. სტრასბურგში 24-ში მისი ძალის გადამეტების კადრები გაგზავნილი იქნებოდა, მაინც ვნახავდით და მათი ჭკუით წინმსწრები ნაბიჯი გადადგეს. თუმცა, მათი ამ ნაბიჯით კიდევ უფრო აღაშფოთეს ხალხი და გამოავლინეს თავიანთი ბოროტი და ძალადობრივი ბუნება,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანსზემოთ შიშველია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის