გიორგი ბოტკოველი - დღეს ქვეყანაში არ არსებობენ მინისტრები, ისინი არიან მარიონეტები, რომლებიც ერთი ადამიანის დავალებას ასრულებენ

იუსტიციის მინისტრი, რომელიც დღეს რაღაც განცხადებებს აკეთებს, არის ჩვეულებრივი ჯალათი, დაქირავებული ივანიშვილის მიერ და ხალხის ინტერესებს ნამდვილად არ ატარებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის დაწყებამდე განაცხადა, რითაც იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც ბოტკოველმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სათავისოდ მოირგოს.

„დღეს ქვეყანაში არ არსებობენ მინისტრები, ისინი არიან მარიონეტები, რომლებიც ერთი ადამიანის დავალებას ასრულებენ და ჩვეულებრივი ჯალათები არიან. იუსტიციის მინისტრი, რომელიც დღეს რაღაც განცხადებებს აკეთებს, ის არის ჩვეულებრივი ჯალათი, დაქირავებული ივანიშვილის მიერ და ხალხის ინტერესებს ნამდვილად არ ატარებს, რა თქმა უნდა, მათი საუბარი იქნება სათავისოდ და ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა ეს ყველაფერი სათავისოდ შეცვალონ, მაგრამ ყველაფერს ხედავს ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება, რომელთა მხრიდანაც დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერზე მკაცრი პასუხი იქნება“, - განაცხადა ბოტკოველმა. ამასთან, ბოტკოველის განცხადებით, აქციები ყოველდღიურად სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება და ის „ქვეყანას თავისუფლებამდე მიიყვანს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა