საზღვარგარეთ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის ესეებისა და ვიდეორგოლების კონკურსი გამოცხადდა

მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი სახელწოდებით „ანიდან ჰოემდე“ კონკურსს აცხადებს.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებში ქართული მეცნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მისი პოპულარიზაცია და ქართული ენის ცოდნის განმტკიცება, რაც მათ ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან დააახლოებს.

„ქართული ანბანის შესახებ ესეები და ვიდეორგოლები კონკურსის წესით შეფასდება და თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნაშრომები (როგორც ესეს, ისე ვიდეორგოლის) გამოვლინდება. აუცილებელია, რომ საკონკურსო ნამუშევრები შესრულებული იყოს ქართულ ენაზე.

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ 10-17 წლის ახალგაზრდებს – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებსა და უცხოეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთის სკოლებში იღებენ განათლებას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის 14 ნოემბერს, 12:00 საათზე (საქართველოს დროით) გაიმართება ონლაინ ტრენინგი, რომელზე დასწრებაც თავისუფალია. რეგისტრაციისათვის 11 ნოემბრიდან 12 ნოემბრის 24:00 საათამდე (საქართველოს დროით) გამოგზავნეთ შევსებული ფორმა N2 შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.icege@gmail.com.

გაცნობებთ, რომ 13 ნოემბერს მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ტრენინგზე დასწრებისთვის შესაბამის ბმულს.

საკონკურსო განაცხადებისა და ნაშრომების მიღება ელექტრონულ ფოსტაზე: contact.icege@gmail.com 2021 წლის 11 ნოემბრიდან დაიწყება და 2021 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათამდე (საქართველოს დროით) გაგრძელდება. ხოლო საუკეთესო ესეებისა და ვიდეორგოლების გამოვლენა და ავტორთა დაჯილდოება 2021 წლის დეკემბერს გაიმართება.

მეცნიერების მხარდაჭერა და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სივრცეში პოპულარიზაციის ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით სამინისტრო, „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში, არაერთ აქტივობას ახორციელებს, მათ შორის – სამეცნიერო თემატიკის კონკურსებს, მასტერკლასებს, გამოფენებს, ლექციებსა და სხვადასხვა სახის შემეცნებით და სახალისო ღონისძიებებს.

კონკურსის დეტალები იხილეთ ბმულზე: https://mes.gov.ge/content.php?id=12658&lang=geo “, - აღნიშნულია უწყების მიერგავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა