გია ვოლსკი - სწორი არ არის იმის მტკიცება, რომ სტრასბურგის სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც „ნაციონალური მოძრაობის” ბანაკში დღესასწაულს განაპირობებს

სწორი არ არის იმის მტკიცება, რომ სტრასბურგის სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც „ნაციონალური მოძრაობის” ბანაკში დღესასწაულს განაპირობებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს “პრაგმატული გადაწყვეტილება“ მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ საჩივარი ამ ეტაპზე არ იყო მხედველობაში მიღებული.

„ევროპულ სასამართლოს მოკლე დროში სიღრმისეული ანალიზი არ ჰქონია. სწორედ ამიტომ მხარეებისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა. მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა, რაც არის სარჩელის მთავარი არგუმენტი. ეს მიღებული და გაზიარებული არ იქნა, რაც ნორმალურია. არ მგონია, რომელიმე მოდავე მხარეს ამის ექსპლუტაცია შეუძლია იმ რაკურსით, როგორც ჩვენმა ოპონენტებმა წარმოადგინეს, რომ ეს არის მათი გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში. რაც შეეხება მოწოდებას იმის თაობაზე, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, რასაკვირველია, ეს არის ნორმალური მოცემულობა და ის, რაც სტრასბურგის სასამართლოს უნდა გაეკეთებინა. მისი მოწოდება სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რომ სააკაშვილზე ზრუნვა გამოიჩინონ, ჩვეულებრივი ამბავია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა