მიხეილ სააკაშვილი - კადრები უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას და თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა, თუმცა ცხადი ახსნა აქვს - მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება იმდენად, რომ გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება

დღეს გავრცელებული კადრები, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას - ამიტომ თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები, თუმცა ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს - მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მისმა უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს გლდანის 18-ე დაწესებულებიდან გამოსვლისას გააცნო.

როგორც სააკაშვილი წერს, მისი შიმშილობა რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი ხდება.

„მივმართავ ყველა ქართველს, ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველი დღიდან დღემდე მიზანმიმართული და დაგეგმილი მკვლელობის ოპერაციაა - დამკვეთი ერთადერთია, ვლადიმერ პუტინი.

დღეს გავრცელებული კადრები, რომლებიც კარგად ასახავს, ვინ არის გამარჯვებული და ვინ ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას, ამიტომ თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები, თუმცა ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს - მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია მათ მიერ საზღვართან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალების „საფარ ქვეშ“. შესაბამისად, მე როგორც ამ ქვეყნის თავგადაკლული პატრიოტი, დამფუძნებელი თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოსი არ მაქვს უფლება არ შევეწინააღმდეგო ამ კატასტროფიული სცენარის განვითარებას. ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი, ოღონდ არა ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა