ბელარუსის მეზობელი ქვეყნები არ გამორიცხავენ, მიგრანტების კრიზისი სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს

ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნები აცხადებენ, რომ მიგრანტების მზარდი რაოდენობის გამო შექმნილი კრიზისი, შესაძლოა, სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია გმობენ "ბელარუსის რეჟიმის მიერ მიმდინარე ჰიბრიდული თავდასხმის მიზანმიმართულ ესკალაციას, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას".

„ეს ზრდის პროვოკაციებისა და სერიოზული ინციდენტების შესაძლებლობას, რომელიც შესაძლოა სამხედრო სფეროშიც გადაიზარდოს“, - ნათქვამია ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, ლიეტუვა, რომელმაც პოლონეთის მსგავსად, საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა დააწესა, აცხადებს, რომ დაფიქსირდა საზღვრის დარღვევის ახალი მცდელობები.

საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ლიეტუვამ გაეროს სთხოვა, ბელარუსის საზღვრიდან „ჰუმანიტარული დერეფნის“ შექმნის საკითხი განიხილოს, რომლითაც მიგრანტებს წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნების საშუალება ექნებათ.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საზღვარზე არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ დაბრუნება, ერაყში და სხვა ქვეყნებში. ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ბელარუსზე ზეწოლა მოახდინოს, არის გაერო", - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ამასთან, უკრაინამ, რომელიც შიშობს, რომ მიგრაციის კრიზისის კიდევ ერთი ფრონტის ხაზი არ გახდეს, ბელარუსთან საზღვრის დაცვის გაძლიერების მიზნით დამატებით 8 500 ჯარისკაცისა და პოლიციელის და 15 ვერტმფრენის მობილიზება განახორციელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა