მედია - ბელარუსის პარლამენტში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების შესახებ კანონპროექტი არ შესულა

ბელარუსის პარლამენტის ქვედა პალატის სამდივნოს ინფორმაციით, პარლამენტში ამ დრომდე არ შესულა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კანონპროექტი.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.

„ასეთი დოკუმენტი ჩვენ არ გვაქვს. ეს საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს საკანონმდებლო რეგულირების ობიექტს“, - განაცხადეს სამდივნოში.

მანამდე, სოციალურ ქსელებსა და არაოფიციალური წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების შესახებ კანონპროექტი ბელარუსის პარლამენტში უკვე შევიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა