მედია - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა პოზიცია მიხეილ სააკაშვილისადმი ღირსეული მოქცევის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოუყენებლობის შესახებ

უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს და დაუშვებლად მიიჩნევს ძალადობის გამოყენებას მის მიმართ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი ტოჩიცკიმ საქართველოს ელჩთან გიორგი ზაქარაშვილთან საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია საგარეო უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისადმი ღირსეული მოქცევის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, - აცხადებენ სამინისტროში.

ტოჩიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავაც დაუთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას სააკაშვილის უფლებების დაცვას, რაც საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

მედია წერს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის გამო საქართველოს ელჩი ერთ კვირაში უკვე მეორედ დაიბარა. საქართველოს ელჩი 9 ნოემბერს სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა