ანგელა მერკელი - არავაქცინირებულებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საზოგადოების წინაშე მოვალეობა აკისრიათ

ადამიანებმა, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ვაქცინირებული, უნდა გააცნობიერონ, რომ მათ საზოგადოების წინაშე მოვალეობა აკისრიათ: დაიცვან სხვები, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

„გარკვევით უნდა ითქვას : მე მაქვს ვაქცინაციის უფლება და ეს არის დიდი გამართლება, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უზარმაზარი მიღწევა, მაგრამ მე ასევე მაქვს გარკვეული ვალდებულება, წვლილი შევიტანო საზოგადოების დაცვაში,”- აღნიშნა ანგელა მერკელმა.

ევროპაში, ბოლო კვირების განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, ექსპერტები შიშობენ, რომ ჯანდაცვის სისტემები კვლავ გადატვირთვის რისკის წინაშე დგას, ნაწილობრივ იმის გამო, რომ არავაქცინირებული ადამიანები კვლავ ავრცელებენ დაავადებას ხანდაზმულებსა და ვირუსის მიმართ დაუცველ საზოგადოების სხვა ჯგუფებს შორის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა