ჯო ბაიდენი და სი ძინპინი APEC-ის ფარგლებში რეგიონის სავაჭრო და გეოპოლიტიკურ პრობლემებს განიხილავენ

აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და სი ძინპინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფარგლებში რეგიონის სავაჭრო და გეოპოლიტიკურ პრობლემებს განიხილავენ.

Reuters-ის ინფორმაციით, ფორუმის 21 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი შეხვედრას დღეს ონლაინ რეჟიმში გამართავს.

„მოლაპარაკებებში უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტის ჩართულობა იმაზე მიუნიშნებს, რომ აშშ-ს რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად საკუთარი წვლილის შეტანა სურს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

სი ძინპინის თქმით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობის მოხსნა აუცილებელია, რათა მისი წევრი ქვეყნები „ცივი ომის“ მდგომარეობას არ დაუბრუნდნენ.

აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა (APEC) მთავრობათაშორისი ფორუმია, რომელიც 1989 წელს დაარსდა. მის წევრებს შორის აშშ, რუსეთი, კანადა, ჩინეთი, ავსტრალია და იაპონია არიან.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენი და სი ძინპინი APEC-ის ფარგლებში რეგიონის სავაჭრო და გეოპოლიტიკურ პრობლემებს განიხილავენ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს