სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი - მაინტერესებს, არის თუ არა უკრაინის ციხეში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქე, რომელსაც ასე ამცირებენ?

მაინტერესებს, არის თუ არა უკრაინის ციხეში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქე, რომელსაც ასე ამცირებენ? - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი „ფეისბუქში“ წერს, რითაც ის პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის ამსახველ კადრებს ეხმიანება.

ადვოკატი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გენერალურ პროკურატურასა და უკრაინის სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან სად ჩაიდინა მათ წინააღმდეგ დანაშაული“, - წერს ადვოკატი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო