გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები - ბელარუსი პოლიტიკური მიზნებისთვის მიგრანტების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები: ესტონეთი, ალბანეთი, საფრანგეთი, შეერთებული შტატები, ნორვეგია და გაერთიანებული სამეფო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ვგმობთ იმ ადამიანების ორკესტრირებულად გამოყენებას, რომელთა სიცოცხლესა და კეთილდღეობას ბელარუსი პოლიტიკური მიზნებისთვის საფრთხეში აგდებს,“- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი დასავლური ქვეყნები აცხადებენ, რომ ბელარუსის მიზანი მეზობელი ქვეყნებისა და ევროკავშირის გარე საზღვრების დესტაბილიზაცია და ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებიდან ყურადღების გადატანაა.

შეგახსენებთ, პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან ათასობით მიგრანტია თავმოყრილი, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად შესვლას ცდილობს. ევროკავშირი ბელარუსს არალეგალი მიგრანტების წახალისებაში ადანაშაულებს, რითაც ბლოკის მტკიცებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს ევროკავშირს სამაგიერო გადაუხადოს იმ სანქციებისთვის, რომელიც მინსკს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დააკისრეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან მიგრანტების თავმოყრა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმაა. მისი თქმით, მომავალი კვირის დასაწყისში ევროკავშირი გააფართოებს ბელარუსის რეჟიმის საწინააღმდეგო სანქციებს. ამის საპასუხოდ, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი ნებისმიერი ახალი სანქციების მიმართ რეაგირებას მოახდენს. ის ევროპას გაზის ტრანზიტის შეწყვეტით დაემუქრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა