ამირან გამყრელიძე - დღეს გავიკეთე „ფაიზერი“, რათა ხალხი დავარწმუნო - ბევრი მოარული ჭორია, რომ ქვეყანაში არსებულ „ფაიზერს“ ვადა გაუვიდა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა. ამირან გამყრელიძემ აცრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა. გამყრელიძემ „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა.

„დღეს სპეციალურად გავიკეთე „ფაიზერი“, რათა ხალხი დავარწმუნო. ბევრი მოარული ჭორია სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ „ფაიზერს“ ვადა გაუვიდა.

„ფაიზერს“ გამოშვებიდან 9 თვე აქვს ვადა, თუ -60, -90 გრადუს ტემპერატურაზე ინახება. გალღობის შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაზე",- აღნიშნავს გამყრელიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა