ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება გართულებულია, თუმცა, შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება სერიოზულად არის გართულებული, თუმცა, ამის მიუხედავად შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ეპიდემიისგან მთავარი დაცვა არის ვაქცინაცია.

„სერიოზულად არის გართულებული ეპიდვითარება. დღესაც 4445 შემთხვევაა და 77 გარდაცვლილი. ამ ყველაფერს შეაკავებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინაციის პროცესი, ინიციატივების შემდეგ, ოდნავ დაიძრა, 7 ათასზე მეტი ვაქცინირებულია დღეს და დიდი იმედი მაქვს, რომ მონაცემი თანდათანობით გაიზრდება. არავითარი შეზღუდვა არ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ იქნება ე.წ. მწვანე პასპროტების სისტემა, 200 ლარიანი წახალისება 60 წლის ზემოთ მოსახლეობისთვის. იქნება მოწოდებები და გთხოვთ, ტელევიზიებს, რომ სულ იყოს მორბენალი სტრიქონი „აცრა გვიცავს“ და „წავიდეთ ავიცრათ“. ჩვენი სლოგანია დღეს „ვიცრებით ერთმანეთისთვის და საქართველოს სამსახურში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა