მიანმარში ამერიკელ ჟურნალისტს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მიანმარში ამერიკელ ჟურნალისტ დენი ფენსტერს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მიანმარის სამხედრო მმართველობის ინფორმაციით, ჟურნალისტს რამდენიმე დანაშაულში ედება ბრალი, მათ შორის ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში.

Euronews-ის ინფორმაციით, 37 წლის დენი ფენსტერი ონლაინ გამოცემა Frontier Myanmar-ის რედაქტორია. ის მიმდინარე წლის მაისში დააკავეს.

ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია. დენი ფენსტერი პირველი დასავლელი ჟურნალისტია, რომელიც მიანმარში მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დააკავეს. ხელისუფლებაში მოსულმა სამხედრო საბჭომ ქვეყანაში პრესის თავისუფლება მაქსიმალურად შეზღუდა. წელს ქვეყანაში 100-მდე ჟურნალისტი დააკვეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა