უსაფრთხოების და შს საკითხებში თურქეთის საელჩოს მრჩევლები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში იმყოფებოდნენ

პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ნოვატორულ მიდგომებსა და შინაპატიმრობის აღსრულების გამოცდილებას, უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა საკითხებში თურქეთის საელჩოს მრჩევლები ნეჯმი ინჩე და ნეჯმეთინ აქჩა გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მიზნით, ისინი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში იმყოფებოდნენ.

„სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა, სტუმრებთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში შინაპატიმრობის აღსრულების სპეციფიკა და მასთან დაკავშირებული ელექტრონული ზედამხედველობის შესაძლებლობები განიხილეს. იმსჯელეს პრობაციის სფეროში არსებულ საკანონმდებლო აქტებსა და ინსტრუმენტებზე.

საელჩოს წარმომადგენლები პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლისა და სერვისების უზრუნველყოფის ინოვაციურ მოწყობილობას - პრობბოქსს გაეცნენ, რომელიც იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და მუნიციპალურ შენობებში მიმდინარე წლის დეკემბრიდან განთავსდება.

მხარეებმა კანონთან კონფლიქტში მყოფი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა, ასევე ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, საელჩოს წარმომადგენლებმა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სააგენტოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა