სამცხე ჯავახეთში სამი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

სამცხე ჯავახეთში სამი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტში კიდევ 3 ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.

ახალი, 150 მოსწავლეზე გათვლილი, სკოლები აშენდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურსა და სოფელ ბენარაში. ასევე, 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა სოფელ ღორთუბანში.

სამივე სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლები სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

სამი სოფლის 400-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს განათლების მიღებას.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სკოლების მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჯამში დასრულდა 11 და მიმდინარეობს 6 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. რეგიონში სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამის ფარგლებში 34 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

ამ ეტაპზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკვე დასრულებულია 50-ზე მეტი ახალი სკოლის მშენებლობა და 50-ზე მეტი სკოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 67 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა