ავღანეთში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი დაშავდა

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციის მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ 12 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ „თალიბანის“ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, „თალიბანის“ წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, „ფრანს-პრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმმა კი სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ დაღუპულია სამი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეჩეთში იყო დამონტაჟებული.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

შეგახსენებთ, ნოემბრის დასაწყისში ქაბულის მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი - დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფო - ხორასანმა“ აიღო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს