დიმიტრი პესკოვი - რუსეთი არავის საფრთხეს არ უქმნის

რუსეთი არავის საფრთხეს არ უქმნის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვი ამ კომენტარით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა განახორციელოს. გამოცემა „ბლუმბერგის“ ინფორმაციაში აშშ-ის შეშფოთების ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის ჯარის საეჭვო გადაადგილება იყო დასახელებული.

”არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების გადაადგილება ჩვენივე ტერიტორიაზე არ უნდა იყოს შეშფოთების მიზეზი, რუსეთი არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს”, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ოპონენტების პროვოკაციული ქცევა თავად მოსკოვმა დააფიქსირა, მათ შორის ნატოს აქტივობის ზრდა შავ ზღვაში და დასავლეთის ჯაშუშური თვითმფრინავების ფრენები.

„საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ ზომებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუ ჩვენი ოპონენტები მოქმედებენ ჩვენს საზღვრებთან“, - აღნიშნა პესკოვმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა