რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის სხდომა, მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დარგის ექსპერტებს მოუსმინა, რომელთაც საკუთარი მოსაზრებების გადმოგზავნით თემატურ მოკვლევაში მონაწილეობის სურვილი დაადასტურეს.

ზეპირი მოსმენების მიზანია, თემატური მოკვლევის ჯგუფმა და დაინტერესებულმა მხარეებმა, მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, საკუთარი მოსაზრებები გაცვალონ და გამოთქმულ რეკომენდაციებზე იმსჯელონ.

„მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავხვეწოთ ის მექანიზმები და საშუალებები, რომლითაც მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ ლოკალური დონის პრობლემების წამოჭრასა თუ განხორციელებაში თავადვე მიიღონ მონაწილეობა, გაუწიონ მონიტორინგი სხვადასხვა პროექტების შესრულებას და აქტიურად ჩაერთონ თავიანთი ცხოვრების გაუმჯობესებაში", - განაცხადა თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა ეკა სეფაშვილმა.

ამასთან, სხდომაზე მოწვეულმა ორგანიზაციებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს, რის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

„თვითმმართველობა არის ხელისუფლების ის შტო, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან და ყველაზე მეტად ასახავს მათ განწყობებსა და სურვილებს. შესაბამისად, მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია. თემატური მოკვლევის მიზანია გავერკვიოთ რა მდგომარეობაა ამჟამად და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მოქალაქეთა ჩართულობა იყოს უფრო მაღალი და ეფექტური", - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნების საფუძველზე რეკომენდაციები შემუშავდება და საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებებიც დაინიცირდება, რომელიც ხელს შეუწყობს უკეთესი, მოქალაქეზე ორიენტირებული ევროპული ტიპის თვითმმართველობის განვითარებას და მონაწილეობით დემოკრატიის გაძლიერებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა