მამუკა მდინარაძე - რამდენიც არ უნდა სცადონ დესტრუქციულმა ძალებმა, სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ - კანონის დარღვევის მცდელობას, კანონის ფარგლებში უმკაცრესი რეაგირება მოყვება

რამდენიც არ უნდა სცადონ დესტრუქციულმა ძალებმა, ქართველი ხალხის თვალში სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ - კანონის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას, კანონისვე ფარგლებში უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქართული პოლიცია დგას სახელმწიფო სამსახურში, ზრუნავს საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის სტუმრების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე.

„ოპოზიცია ყველაზე ამაზრზენ მეთოდებზე აგებს დისკრედიტაციის კამპანიას და ცდილობს საკუთარ მიზნებს ჩვენი სამართალდამცავების, იმ ადამიანების ლანძღვის და შეურაცხყოფის მიყენების მცდელობების საფუძველზე მიაღწიოს, რომლებიც მზად არიან ქვეყნისა და საზოგადოების დაცულობა ნებისმიერ დროს უზრუნველყონ. მეორე მხრივ, ნამდვილად პოლიტიკური თავხედობის პიკია, როდესაც ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოქალაქეების ჩაგვრის და ქართველი პოლიციელის მუნდირის ფეხქვეშ გათელვის მეტს არაფერს აკეთებდნენ, დღეს ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ იმ პოლიციელებს, რომლებიც 24 საათის მანძილზე უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, თავისუფლებას, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მზად არიან საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი, დადონ სასწორზე სახელმწიფო სამსახურისთვის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

დღეს ქართული პოლიცია დგას სახელმწიფო სამსახურში, ზრუნავს საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის სტუმრების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენმა სამართალდამცველმა უწყებებმა მოახერხეს და შეძლეს, წინა რეჟიმის პირობებში პოლიციის მიმართ საზოგადოებაში არსებული უნდობლობის და შიშის ნაცვლად დღეს ხალხის ნდობა და პატივისცემა მოეპოვებინათ. სწორედ, ამიტომ რამდენიც არ უნდა სცადონ დესტრუქციულმა ძალებმა ქართველი ხალხის თვალში სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ. მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ უწყებებს თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის, დაუღალავი შრომისთვის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხელისუფლება აუცილებლად უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და კანონის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას, კანონისვე ფარგლებში უმკაცრესი რეაგირება მოყვება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა