ბელარუსის თავდაცვის მინისტრი - პოლონეთს და მეზობელ ქვეყნებს კონფლიქტის დაწყება სურთ

ბელარუსის თავდაცვის მინისტრის, ვიქტორ ხრენინის განცხადებით, პოლონეთი და ბელარუსის მოსაზღვრე ნატოს სხვა ქვეყნები აძლიერებენ სამხედრო მზადყოფნას რესპუბლიკის საზღვრებთან და მათ ევროპის ჩარევით კონფლიქტის გაჩაღება სურთ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ სამხედრო აქტივობას, რომელიც ბელარუსის საზღვრების უშუალო სიახლოვეს მიმდინარეობს, არაფერი აქვს საერთო მიგრაციულ კრიზისთან.

„ჩვენ დავაფიქსირეთ სამხედრო აქტივობა გროდნოს მიმართულებით ბელარუსის საზღვართან, მის დასავლეთ საზღვარზე 15000-ზე მეტი სამხედრო პერსონალია განლაგებული “, - განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო აქტივობა ფიქსირდება ბელარუსი-ლიეტუვას მიმართულებითაც. როგორც ხრენინი აღნიშნავს, მათ ვარაუდს „სადაზვერვო სააგენტოების რუსეთთან თანამშრომლობის მეშვეობით“ ადასტურებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს