ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების, მათ შორის Sputnik V-ის აღიარების დაჩქარებას სთხოვს

კორონავირუსის ვაქცინების და ვაქცინაციის ეროვნული სერტიფიკატების უმოკლეს დროში აღიარება ხელს შეუწყობს გლობალური ეკონომიკის და სხვა აქტივობების უფრო სწრაფად აღდგენას, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ონლაინ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, ისინი სხვა ქვეყნებს ვაქცინებითა და სამედიცინო საშუალებებით დაეხმარებიან.

„ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს დახმარებას სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინების, მედიკამენტების, აღჭურვილობის, ტესტირების სისტემებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით მიწოდებით“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც დაარეგისტრირა კორონავირუსის ვაქცინა - Sputnik V.

„დღეს ეს ვაქცინა რეგისტრირებულია მსოფლიოს 71 ქვეყანაში, რომელთა საერთო მოსახლეობა 4 მილიარდზე მეტია. მისმა გამოყენებამ მაღალი ეფექტურობა აჩვენა", - განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ასევე შეიმუშავა ერთდოზიანი ვაქცინა Sputnik Light, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც „ბუსტერ“ დოზა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს