ირაკლი კობახიძე - იუსტიციის სამინისტრო იკავებდა თავს კადრების გასაჯაროებისგან, რადგან შეიძლება, არ ყოფილიყო ლამაზი სანახავი - სააკაშვილი ისედაც არ არის კარგი სანახავი და ამაში ვგულისხმობ მის ფსიქოტიპს

იუსტიციის სამინისტრო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს იკავებდა ამ კადრების გასაჯაროებისგან ზუსტად იმ მიზეზის გამო, რომ შეიძლება, ეს არ ყოფილიყო ლამაზი სანახავი და ეს გათვლილი უნდა ჰქონოდა, ასევე ოპოზიციასაც - მიხეილ სააკაშვილი ისედაც არ არის კარგი სანახავი და ამაში ვგულისხმობ მის ფსიქოტიპს თავიდან ბოლომდე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ახლა ოპოზიცია სრული კადრების გასაჯაროებას ითხოვს, რადგან უნდათ, რომ კიდევ უფრო სამარცხვინოდ გამოჩნდეს მათი ბელადი.

„ადვილი საპროგნოზო იყო, რომ ის არ იქნებოდა კარგი სანახავი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც საბოლოო ჯამში ვნახეთ. სწორედ, ეს იყო ალბათ იმის მიზეზი, რომ იუსტიციის სამინისტრო დღეების განმავლობაში არ ასაჯაროებდა ამ კადრებს, თუმცა იყო დაჟინებული მოთხოვნა როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ასევე ოპოზიციური მედიის მხრიდან. ისინი ითხოვდნენ ყოველდღიურ რეჟიმში ამ კადრების გასაჯაროებას და ამასთან ერთად, ვრცელდებოდა უამრავი ცრუ ინფორმაცია გადაყვანის დეტალებთან დაკავშირებით.

ამის გათვალისწინებით, როგორც ჩანს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, წინასწარ იყო გათვლადი, რომ ეს კადრები არ იქნებოდა კარგი სანახავი, თუმცა ეს იყო მათი მოთხოვნა. როცა არის უამრავი სიცრუე, რაც ჟღერდება კონკრეტული მხრიდან, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, პასუხი და პასუხი უნდა იყოს სიმართლე და ეს სიმართლე იყო ასახული იმ კადრებში.

ეს კადრები როგორც ჩანს არ ეყოთ და არ ვიცი, ალბათ, უწყვეტი კადრიც არსებობს და ამაზე იუსტიციის სამინისტროა ბუნებრივია, კომპეტენტური. ახლა კრიტიკა წამოვიდა იმაზე, თუ რატომ გასაჯაროვდა და ახლა, კიდევ დამატებითი კადრების გასაჯაროვებას ითხოვენ - სრული უნდათ, რომ კიდევ უფრო სამარცხვინოდ გამოჩნდეს მათი ბელადი. როგორ პარადოქსში არიან შესული ამას თავადაც ხედავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის ფორმაზე ისაუბრა და განმარტა, რომ პატიმრის ერთი დაწესებულებიდან, მეორე დაწესებულებაში გადაყვანისთვის იუსტიციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს სამართლებრივად ყველანაირი ტაქტიკის გამოყენების უფლება აქვთ.

„თქვენ ნახეთ როგორ წინააღმდეგობას უწევდა ის ციხის თანამშრომლებს, რაც შეეხება გადაყვანას რა ტაქტიკა გამოიყენა იუსტიციის სამინისტრომ, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ გადაყვანისთვის - ეს არის მათი საქმე და ყველანაირი ტაქტიკის გამოყენება სამართლებრივად მათ შეუძლიათ. როდესაც არის საჭირო პატიმრის გადაყვანა ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ტაქტიკური ფორმა და მეთოდი გამოიყენონ, სამართლებრივად ყველაფერი აბსოლუტურად არის წესრიგში - დანარჩენი მე არ ვიცი, დანარჩენზე იუსტიციის სამინისტრო გაგცემთ პასუხს. რაც შეეხება იძულების გამოყენებას პატიმრის მიმართ - ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება და დაწესებულების გარეთაც ხდება იძულების გამოყენება, როდესაც ადამიანი არ გემორჩილება. მანქანაში უნდა დაეტოვებინათ? ღამე უნდა გაეთია მანქანაში? რომ არ მიყვებოდა რა უნდა გაეკეთებინათ? თუ გავყვებით კითხვა-პასუხის რეჟიმს ალტერნატივა რა იყო, მაშინვე დავადგენთ, რომ რაც ჩანს კადრებში იმას ალტერნატივა რეალურად არ ჰქონდა“, - განაცხადა კობახიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა