ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“- 200-300 კაცამდე დავიდნენ უკვე, იკრიბებიან მეტროსადგურებთან, რომ მეტროს „პასაჟირებიც“ მიიერთონ, ვიზუალური კუთხით

დავიდნენ 200-300 კაცამდე უკვე, იკრიბებიან მეტროსადგურებთან, რომ მეტროს „პასაჟირებიც“ მიიერთონ, ვიზუალური კუთხით - აი, აქამდე არიან უკვე დასული და მილევად რეჟიმში არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ეს სრულიად მომაბეზრებელია და რაც უფრო მეტი დრო გავა, კიდევ უფრო მომაბეზრებელი გახდება.

„ქვეყანას სჭირდება ერთი დღის წესრიგი და რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანას თავს მოახვიოს მეორე დღის წესრიგი. ჩვენ ბუნებრივია ამ მიმართულებას არ უნდა გავყვეთ, ჩვენ უნდა გავყვეთ მეორე მიმართულებას და ამისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს და ჩვენ ვართ ამაზე პასუხისმგებელი, როგორც მმართველი ძალა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს დღის წესრიგი გაქრეს და ძალიან მალე გაქრება, თვითონვე მიაქანებენ აქეთკენ საკუთარ თავს. დავიდნენ 200-300 კაცამდე უკვე, იკრიბებიან მეტროსადგურებთან, რომ მეტროს „პასაჟირებიც“ მიიერთონ, ვიზუალური კუთხით - აი, აქამდე არიან უკვე დასული და მილევად რეჟიმში არიან. საზოგადოებას აბეზრებენ ძალიან თავს. საზოგადოებისთვის ეს არის სრულიად მომაბეზრებელი და კიდევ უფრო მომაბეზრებელი გახდება, რაც უფრო მეტი დრო გავა. მაგრამ დიდი დროც არ დასჭირდება ამას, ძალიან მალე ეს ყველაფერი დასრულდება. პარლამენტში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აინტერესებთ სწორედ პოზიტიური დღის წესრიგი, აინტერესებთ ზუსტად ის საკითხები, რაც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ამიტომ მთელი ყურადღება უნდა გადაერთოს ამ საკითხებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა