ირაკლი კობახიძე - ელენე ხოშტარია რეალურად შიმშილობს, სააკაშვილისგან განსხვავებით

შიმშილობას რომ აცხადებს და ხაშლამას და მწვადს არ ჭამს, გასაგებია. რაც შეეხება სააკაშვილის 30- დღიანი პატიმრობის გამოცდილებას, ის იკვებებოდა ამ დროის განმავლობაში, ეს არის მისი „შიმშილობის“ ისტორია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, შიმშილობს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს.

„ახლა, ელენე ხოშტარია არის პარლამენტში და რეალურად შიმშილობს, სააკაშვილისგან განსხვავებით. ამიტომ, ზღვარი ამ ორ რამეს შორის უნდა გაივლოს. მათ უნდათ სააკაშვილის ციხიდან გაყვანა. ახლა ამბობს, რომ შიმშილობის შემდეგ დასჭირდება სერიოზული მკურნალობა და ამიტომ უნდა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, რა სერიოზული მკურნალობა სჭირდება შიმშილობის მერე? - აქედან გამომდინარე, გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის საბაბი“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა