ჯო ბაიდენი მიგრანტებთან დაკავშირებულ კრიზისზე - ვფიქრობთ, ძალიან შემაშფოთებელია - ჩვენი შეშფოთება რუსეთსა და ბელარუსს გავაცანით

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბელარუსში მიგრანტებთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც შემაშფოთებელია.

„ვფიქრობთ, ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ გავაცანით ჩვენი შეშფოთება რუსეთს, ბელარუსს. ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემაა”,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე კომენტარი გააკეთა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმაც. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე განიხილეს.

„ბელარუსი ძალიან შემაშფოთებელ ქმედებაშია ჩართული. ეს არის ის, რაც მე განვიხილეთ პრეზიდენტ მაკრონთან, რომელიც, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ლიდერები, თვალყურს ადევნებენ იმას, რაც იქ ხდება", - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა.

შეგახსენებთ, ათასობით მიგრანტი, ძირითადად ერაყიდან და ავღანეთიდან, ბელარუსი-ლიუტუვისა და ბელარუსი-პოლონეთის საზღვართანაა თავმოყრილი და ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლას ცდილობს.

გავრცელებული ინფორმაციით, არასათანადო პირობებსა და ყინვაში მყოფი მიგრანტებიდან რამდენიმე დაიღუპა. ევროკავშირი ბელარუსს არალეგალი მიგრანტების წახალისებაში ადანაშაულებს, რითაც ბლოკის მტკიცებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს ევროკავშირს სამაგიერო გადაუხადოს იმ სანქციებისთვის, რომელიც მინსკს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დააკისრეს. ლუკაშენკოს ხელისუფლებაში ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ კრიზისს ისინი არ ქმნიან, მაგრამ პრობლემის მოგვარებასაც ვერ შეძლებენ, სანამ ევროპა მინსკის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს