სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 39 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6976-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 328 081 პირი დაინფიცირდა, 292 092 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.