ვლადიმერ პუტინი ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მყოფ მიგრანტებზე - პირველ რიგში ბავშვები მეცოდებიან, ღამით ხომ იქ ტემპერატურა მინუსებშია

პოლონეთის დამოკიდებულება ბელარუსის საზღვარზე თავმოყრილი ლტოლვილების მიმართ არ შეესაბამება ევროკავშირის მიერ დეკლარირებულ ჰუმანიზმის ღირებულებებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი პარტნიორები გამუდმებით ახსენებენ, რომ ჰუმანიტარული საკითხები უნდა იყოს „წინა პლანზე“.

”მაგრამ, როდესაც ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე, პოლონელი მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სცემენ ამ პოტენციურ მიგრანტებს, რატომღაც ეს დიდად არ ემთხვევა ჰუმანიზმის იდეებს, რომლებიც, თითქოსდა, საფუძვლად უდევს ჩვენი დასავლელი მეზობლების მთელს პოლიტიკას“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ლტოლვილებს შორის ბავშვები და ორსულებიც არიან.

„ბავშვები ხომ პატარები არიან. სიმართლე გითხრათ, როცა ვუყურებ, პირველ რიგში ბავშვები მეცოდებიან. აბა, ნახეთ, ღამით ხომ იქ ტემპერატურა მინუსებშია", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს