ეროვნულ ბანკთან  „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრები პერფორმანსს მართავენ, ისინი ყავას 1 დოლარად ყიდიან

ეროვნული ბანკის შენობასთან „გირჩი - მეტი თავისუფლების“ აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. პარტიის წევრები ეროვნულ ბანკთან ყავას 1 დოლარად ყიდიან, რაც მოქმედი რეგულაციების თანახმად აკრძალულია.

როგორც ისინი აღნიშნავენ, მათი მიზანია საზოგადოებას აჩვენონ, რამდენად აბსურდული რეგულაციებია ქვეყანაში.

„დღევანდელი აქციის მიზანია, საზოგადოებას დავანახოთ რამდენად აბსურდული რეგულაციები გვაქვს ქვეყანაში ფინანსური მიმართულებით და როგორ ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს აქ შეგიძლიათ ყავა შეიძინოთ 1 დოლარად, რაც არის რეგულაციის დარღვევა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მხოლოდ ლარით შეგიძლიათ ანგარიშწორება, ასევე შეგიძლიათ გადაიხადოთ კრიპტო ვალუტით და ასევე შეგიძლიათ ჩვენგან ისესხოთ 1 დოლარი, რაც ასევე რეგულაციის დარღვევაა“,- აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა