ვლადიმერ პუტინი - შავ ზღვაში ნატო-ს წვრთნები რუსეთისთვის სერიოზული გამოწვევაა

ნატო შავ ზღვაში დაუგეგმავ წვრთნებში სტრატეგიულ ავიაციას იყენებს და ეს რუსეთისთვის სერიოზული გამოწვევაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„უფრო მეტიც, ჩამოყალიბდა არა მხოლოდ საკმაოდ ძლიერი ხომალდების ჯგუფი, არამედ ამ წვრთნებში გამოიყენება ავიაციაც, მათ შორის სტრატეგიული ავიაცია. საქმე ისაა, რომ მათ ბორტზე სტრატეგიული საბრძოლო შეიარაღება აქვთ და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის უწყებამ გამოთქვა ინიციატივა, ამ ტერიტორიაზე ჩატარდეს დაუგეგმავი წვრთნები ოფიციალური ვაშინგტონის ქმედებებზე რეაგირების მიზნით, მაგრამ ეს მიზანშეწონილი არ არის, რადგან სიტუაციის ესკალაციას აზრი არ აქვს. შესაბამისად, რუსული თავდაცვის უწყება მხოლოდ ამ თვითმფრინავებისა და ხომალდების გაცილებით შემოიფარგლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა