იაგო ხვიჩია - ვახო მეგრელიშვილს გაუჩნდა ეჭვი, ხომ არ ემზადება „ოცნება“ „ნაცებისთვის“ ხელისუფლების გადასაბარებლად

მიშას „ქართული ოცნება“ ძალით რეცხავს - ვახო მეგრელიშვილს გაუჩნდა ეჭვი, ხომ არ ემზადება „ქართული ოცნება“ „ნაცებისთვის“ ხელისუფლების გადასაბარებლად“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოები შეაფასა.

როგორც იაგო ხვიჩია აღნიშნავს, გავრცელებული ვიდეოები მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობს.

“ მე დავინახე, რომ მიშას „ქართული ოცნება“ ძალით რეცხავს. ვახო მეგრელიშვილს გაუჩნდა ეჭვი, ხომ არ ემზადება „ქართული ოცნება“ „ნაცებისთვის“ ხელისუფლების გადასაბარებლად. ასეთი ვიდეოები სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობს. გახსოვთ ჩემი მოსაზრება, რომ ესენი შეთანხმებულები არიან. თუ ასეთი შეთანხმება არ არსებობს, როგორ შეიძლება ასეთი ვიდეოს გამოშვება შენი ე.წ. მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. ეს არ ყოფილა „ქართული ოცნებისთვის“ კარგი ვიდეო, პირიქით გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი მომხრეების თვალში რუსეთის იმპერიას ებრძვის და ასე შემდეგ“,- აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა