მეუფე იოანე სააკაშვილზე - შიმშილობა არ არის მარხვა, მარხვა სულ სხვა რამეა - კუჭის ოპერაცია გაიკეთა და არ შეუძლია დიდი რაოდენობით საკვების მიღება

კუჭის ოპერაცია გაიკეთა და არ შეუძლია საკვების დიდი რაოდენობით მიღება, - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფემ იოანე გამრეკელმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სააკაშვილი არ შიმშილობს და ეს „მისი ჯანმრთელობისთვისაა განკუთვნილი“.

„შიმშილობა არ არის მარხვა, მარხვა სულ სხვა რამეა, ეს ერთი. მეორეც ერთი, ვიცით, რომ შიმშილობას ადგილი არ ჰქონია, გადატანილი ოპერაციის შემდეგ დამზოგავ რეჟიმში ჰქონდა კვება, ეს არც მარხვაა და არც შიმშილობა, ეს მისი ჯანმრთელობისთვის იყო განკუთვნილი. ცნობილია უკვე საექიმო დასკვნები, კუჭის ოპერაცია გაიკეთა და არ შეუძლია საკვების დიდი რაოდენობით მიღება. ოპერაცია გაიკეთა დასავლეთში, ამიტომ დასავლეთმა იცის ეს და ეთანხმება რომ ეს არ იყო არც შიმშილი... მეუფე ეტყობა ინფორმირებული არ იყო, ეს მისი კერძო აზრი იყო, რადგან მან ახსენა, რომ პატრიარქის კურთხევით აკეთებს ყველაფერს, ამიტომ საპატრიარქო უნდა გამოხმაურებოდა, რომ ეს სიტყვები პატრიარქის კურთხევით არ იყო ნათქვამი“, - განაცხადა მეუფე იოანემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა