ანგელა მერკელი - წინ რთული კვირები გველის - ვთხოვ ყველას, ვისაც ჯერ არ გაუკეთებია აცრა, გთხოვთ, შეცვალოთ გადაწყვეტილება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებიათ, მოუწოდებს, თავიანთი გადაწყვეტილება შეცვალონ და აიცრან.

„წინ რთული კვირები გველის და თქვენ ხედავთ, რომ მე ძალიან ვღელავ. სასწრაფოდ ვთხოვ ყველას, ვისაც ჯერ არ გაუკეთებია აცრა: გთხოვთ, შეცვალოთ გადაწყვეტილება,“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიაში ავადობის შვიდდღიანი კოეფიციენტი, რომელიც ყოველ 100 000 მოსახლეზე დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას ასახავს, დღეს 277.4-მდე გაიზარდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

მედიის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური მთავრობა და რეგიონების ლიდერები მომავალ კვირაში შეიკრიბებიან, რათა ზომები გამკაცრების საკითხი განიხილონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს