ცესკომ "ნაციონალური მოძრაობის" საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" საჩივრები არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება სხდომაზე მიიღო. პარტიას ცესკოში დღეს განსახილველად 11 საჩივარი ჰქონდა წარდგენილი, თუმცა, არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა.

როგორც სხდომაზე განმარტეს, პარტიის საჩივრები მათ შორის, მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

"ვფიქრობ, საჩივრებში მოყვანილი გარემოებები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს",- განაცხადა სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

ცენტრალურმა კომისიამ ამავე სხდომაზე 2021 წლის არჩევნების მეორე ტურის შედეგებიც შეაჯამა.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“