სუდანში ქვეყნის სამხედრო ლიდერის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა

სუდანის დედაქალაქ ხართუმში ქვეყნის სამხედრო ლიდერის აბდელ ფატა ალ-ბურჰანის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა. უსაფრთხოების ძალებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

Reuters-ის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი ქუჩაში მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ქვეყნის სამხედრო ლიდერმა აბდელ ფატა ალ-ბურჰანმა განაცხადა, რომ სუდანის სამართავად ახალ საბჭოს შექმნის. ქვეყნის პროდემოკრატიული ჯგუფები ალ-ბურჰანის მმართველობას აპროტესტებენ და მის გადადგომას ითხოვენ. სუდანში სამხედრო გადატრიალება გასულ თვეს მოხდა. სამხედროებმა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

გენერალმა აბდელ-ფატა ბურჰანმა განაცხადა, რომ მან დაშალა სუვერენული საბჭო - სამოქალაქო და სამხედრო პირებისგან შემდგარი ორგანო - ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის, აბდალა ჰამდოკის გარდამავალი მთავრობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა