დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გადაიყვანეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა დაუდასტურა. მისივე თქმით, მამალაძე "ვივამედშია" გადაყვანილი.

​ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა კონკრეტული მიზეზი, რის გამოც დეკანოზის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი კლინიკაში შევა და გიორგი მამალაძეს მოინახულებს.

არსებული ინფორმაციით, ეტაპირება გუშინ ღამით განხორციელდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!