ბელარუსის საზღვარზე, ტყეში, გარდაცვლილი სირიელი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

პოლონეთის პოლიციის განცხადებით, ბელარუსის საზღვართან ახლოს ტყეში ახალგაზრდა სირიელი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.

პოლონეთის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ცხედარი სოფელ ვოლკა ტერეჩოვსკასთან იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

რამდენიმე დღის წინ, ბელარუსთან საზღვარზე ქურთი ეროვნების 14 წლის ბიჭი ყინვის გამო ჰიპოთერმიით გარდაიცვალა.

ჯამში საზღვარზე გარდაცვლილთა რაოდენობამ კი ცხრას მიაღწია.

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული დაძაბული ვითარებაა, სადაც ათასობით მიგრანტია თავმოყრილი და ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლას ცდილობს. ევროკავშირი ბელარუსს არალეგალი მიგრანტების წახალისებაში ადანაშაულებს, რითაც ბლოკის მტკიცებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს ევროკავშირს სამაგიერო გადაუხადოს იმ სანქციებისთვის, რომელიც მინსკს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დააკისრეს.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია