რუსეთში კორონავირუსის 38 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 219 ადამიანი

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 1 219 ადამიანი გარდაიცვალა.ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 38 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რუსეთში ჯამში, ინფიცირების 9 070 674 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 255 386 ადამიანი ემსხვერპლა, 7.7 მილიონზე მეტი კი - გამოჯანმრთელდა.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა