ნიკა გვარამია - მე-18 დაწესებულების კლინიკა წითელი ზონა გახდა და საერთოდ წარმოუდგენელია მოშიმშილე პაციენტის იქ ყოფნა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდგინდა და მე-18 დაწესებულების კლინიკა წითელი ზონა გახდა, შესაბამისად, საერთოდ წარმოუდგენელია მოშიმშილე პაციენტის ადგილზე ყოფნა.

ნიკა გვარამია ითხოვს სააკაშვილი გადაიყვანონ.

"დეკანოზ მამალაძეს დაუდგინდა კოვიდი. ის სრულ იზოლაციაში იყო კლინიკაში, მასთან ვერ კომუნიცირებდა ვერავინ, ციხის ადმინისტრაციის და მე - 18 დაწესებულების პერსონალის გარდა. ანუ, იგივენი, ვინც სააკაშვილთან კომუნიცირებს!!!

ამას გარდა, კლინიკა წითელი ზონა გახდა და საერთოდ წარმოუდგენელია მოშიმშილე პაციენტის იქ ყოფნა!

ასევე, კარანტინის მიზეზით, აღარავის აღარ ექნება დაშვება ამ დაწესებულებაში. ანუ სააკაშვილს ვეღარ ნახავს ვერავინ!!!

გადაიყვანეთ დაუყოვნებლივ!!!!!!!

P.s. არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის გლდანში გადაყვანა კოვიდრეგულაციების დაცვის გარეშე მოხდა”,- წერს გვარამია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა