ვახტანგ კალოიანი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობა არ არის კრიტიკული, თუმცა საკმაოდ მძიმეა

დღეს არის ელენე ხოშტარიას შიმშილობის მე-12 დღე. სიტუაცია, სამწუხაროდ, იმ ლოგიკის მიხედვით ვითარდება, რაც შიმშილობას ახასიათებს. მეტად არის გამოხატული სისუსტე და ინტოქსიკაცია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა და ელენე ხოშტარიას ექიმმა, ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იდეალური იქნებოდა შიმშილობის შეწყვეტა და ხოშტარიას ჰოსპიტალში გადაყვანა, რაზეც ამ ეტაპზე ის უარს აცხადებს.

„იყო ღებინების რამდენიმე ეპიზოდი, რაც ინტოქსიკაციის მაჩვენებელია. მას გარკვეული სამედიცინო მანიპულაციები, რაც ამ პირობებში შესაძლებელია, უტარდება. დღეს დაგეგმილია გარკვეული ჩარევები და ლაბორატორიული ანალიზების კონტროლი. იმედი გვაქვს, რომ ამ ჩარევებით ვითარების მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია და გაუარესების შემცირება მოხდება.

აქ ექიმები იმყოფებიან და ძალიან აქტიურად არიან ჩართული. ელენე ხოშტარია მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ლაბორატორიულ პარამეტრებში არის გაუარესება, რაც ინტოქსიკაციის თვალსაზრისით გამოიხატება. ეს მოითხოვს დამატებით ჩარევას დამატებითი მედიკამენტების მიღების სახით. მდგომარეობა არ არის კრიტიკული და ტრაგიკული, თუმცა საკმაოდ მძიმეა და ამ ტემპით გაუარესება მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხე იქნება“, - განაცხადა კალოიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა