ზურაბ ჯაფარიძე - პროტესტი უნდა იყოს მიმართული პარალიზებისკენ, საბოტაჟისკენ და რესურსების გამოცლისკენ ,,ქართული ოცნებისთვის”

ჩვენი გეგმა არის მუდმივი პროტესტი და ხელის შეშლა. ,,გირჩი” ვფიქრობთ, რომ პროტესტი უნდა იყოს მიმართული პარალიზებისკენ, საბოტაჟისკენ და რესურსების გამოცლისკენ ,,ქართული ოცნებისთვის”, - ამის შესახებ ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მედიასთან განაცხადა.

ჟურნალისტების კთხვას, აპირებს თუ არა პარლამენტის 9 ოპოზიციონერი დუპუტატის მსგავსად შიმშილობის დაწყებას, ჯაფარიძის შეფასებით, სანამ თავისუფალია, ,,შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც იბრძვის”.

,,ნებისმიერ პროტესტს აქვს აზრი, დღევანდელი აქციის მოთხოვნების რიგგარეშე არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციულად, ეს იყო მათ შორის ჩადებული 19 აპრილის შეთანხმებაში, ასევე ერთ-ერთი მოთხოვნა არის პრეზიდენტი სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. ამ ადამიანს ნებისმიერ დროს შეიძლება დაეწყოს ისეთი გართულება, რომლიდან მოტრიალება იქნება ძალიან რთული.

ნებისმიერ პროტესტს ვუჭერ მხარს, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ მირჩევნია გარეთ გავაკეთო ისეთი რაღაც, რაც ხელს შეუშლის სახელმწიფო სტრუქტურებს მუშაობაში. თუ დამიჭერენ, მერე შესაძლოა, სხვა რამეზეც ვიფიქრო. სანამ გარეთ ვარ, შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც ვიბრძვი”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა