ირანში ორ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ირანის ჰორმოზგანის პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრა მიხდა, რის შედეგადაც მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზია ქალაქ ბენდერ-აბასის გუბერნატორზე დაყრდნობით იუწყება, რომ 22 წლის მამაკაცი ელექტრო ბოძის ჩამოვარდნამ იმსხვერპლა.

ირანის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრების სიმძლავრემ 6.4 და 6.3 ბალი შეადგინა. მისი ეპიცენტრი ჰორმოზგანის პროვინციაში, ბანდარ- აბასის პორტიდან სამხრეთ-დასავლეთით 60 კილომეტრში დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 47 ადამიანი, აქედან 7-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. სოციალურ მედიაში ვრცელდება დაზიანებული შენობების კადრები, მათ შორის ჩამონგრეული კედლის, რომლის ნანგრევების ქვეშ ავტომობილია მოყოლილი.

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა ვიცე-პრეზიდენტ მუჰამედ მოხბერს ჰორმოზაგანის პროვინციაში გამგზავრება დაავალა. ასევე, მან შესაბამის უწყებებს მოუწოდა, დაშავებულებსა და დაზარალებულებზე იზრუნონ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
ირანში ორ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ირანის ჰორმოზგანის პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრა მიხდა, რის შედეგადაც მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზია ქალაქ ბენდერ-აბასის გუბერნატორზე დაყრდნობით იუწყება, რომ 22 წლის მამაკაცი ელექტრო ბოძის ჩამოვარდნამ იმსხვერპლა.

ირანის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრების სიმძლავრემ 6.4 და 6.3 ბალი შეადგინა. მისი ეპიცენტრი ჰორმოზგანის პროვინციაში, ბანდარ- აბასის პორტიდან სამხრეთ-დასავლეთით 60 კილომეტრში დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 47 ადამიანი, აქედან 7-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. სოციალურ მედიაში ვრცელდება დაზიანებული შენობების კადრები, მათ შორის ჩამონგრეული კედლის, რომლის ნანგრევების ქვეშ ავტომობილია მოყოლილი.

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა ვიცე-პრეზიდენტ მუჰამედ მოხბერს ჰორმოზაგანის პროვინციაში გამგზავრება დაავალა. ასევე, მან შესაბამის უწყებებს მოუწოდა, დაშავებულებსა და დაზარალებულებზე იზრუნონ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა