ლივერპულში კონტრტერორისტული პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილის აფეთქების ფაქტზე სამი მამაკაცი დააკავეს

ლივერპულში, ქალთა საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების შემდეგ, სამართალდამცავებმა ტერორიზმის ბრალდებით სამი მამაკაცი დააკავეს.

BBC-ის ინფორმაციით, კონტრტერორისტული პოლიციის დეტექტივებმა განაცხადეს, რომ 29, 26 და 21 წლის მამაკაცები ქალაქის კენსინგტონის რაიონში დააკავეს.

მათი თქმით, გრძელდება მუშაობა და საგამოძიებო ქმედებები იმისთვის, რომ აფეთქების მიზეზი დაადგინონ.

ცნობისათვის, ლივერპულში ტაქსი აფეთქდა, რომელსაც ერთი მგზავრი გადაჰყავდა. აფეთქების შედეგად მგზავრი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი - დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა.

„მინდა მადლობა გადავუხადო სასწრაფო დახმარების სამსახურს სწრაფი რეაგირებისა და პროფესიონალიზმისთვის, პოლიციას კი ჩატარებული სამუშაოსა და მიმდინარე გამოძიებისთვის,“- დაწერა ჯონსონმა „ტვიტერზე“.

გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის, პრიტი პატელის განცხადებით კი ინციდენტთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას რეგულარულად აწვდიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა