პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ნატო-ს ბელარუსის საზღვარზე არსებული კრიზისის მოსაგვარებლად „კონკრეტული ნაბიჯების“ გადადგმისკენ მოუწოდებს

ნატომ ბელარუსის საზღვარზე არსებული მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ, შესაძლოა, ალიანსის ხელშეკრულების თანახმად, კონსულტაციები მოითხოვონ.

„ჩვენთვის საკმარისი არ არის მხოლოდ შეშფოთების საჯაროდ გამოხატვა - ახლა ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები და მთელი ალიანსის ვალდებულება,”- აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ალიანსის ნებისმიერ მოკავშირეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები, როდესაც, რომელიმე მათგანის აზრით, საფრთხე ემუქრება მათ ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.

ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის დახმარების აღმოსაჩენად ბელარუსი-ევროკავშირის საზღვარზე შექმნილი მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარების საკითხში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა