„თალიბებმა“ ამერიკული წარმოების იარაღის გამოყენებით სამხედრო აღლუმი გამართეს

„თალიბებმა“ სამხედრო აღლუმი გამართეს, რომლის დროსაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ მიტაცებული ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკა და რუსული შვეულმფრენები გამოიყენეს.

„თალიბანის“ თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, აღლუმი 250 ახალი ჯარისკაცის წვრთნის პროცესის დასრულებას უკავშირდებოდა.

აღლუმის დროს ქაბულის მთავარ გზაზე ათობით ამერიკული წარმოების M117 ტიპის ჯავშანტექნიკა მოძრაობდა და დედაქალაქის თავზე MI-17 ტიპის შვეულმფრენები პატრულირებდა, ჯარისკაცების ნაწილს კი ამერიკული წარმოების M4 ტიპის შაშხანები ეჭირა.

„თალიბანის“ ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთში ყოფილი ეროვნული არმიის მფრინავების, მექანიკოსებისა და სხვა სპეციალისტების ახალ ძალებში ინტეგრირების პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისათვის, „თალიბანის“ ხელში დიდი რაოდენობით იარაღის მარაგები აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა ჩამოიშალა და ძალაუფლება „თალიბმა“ მებრძოლებმა მიიტაცეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა