გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია კასპის, მცხეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში, მდინარეების - მტკვრისა და ლიახვის კალაპოტებში.

„კასპის მუნიციპალიტეტში გამოვლენილია 4 სამართალდარღვევა. მოქალაქეების მიერ, ელექტროშოკური აპარატების და ანკესზე გამობმული სახლართი ბადის გამოყენებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია 19 კგ ხრამულის სახეობის თევზი.

5 სამართალდარღვევაა გამოვლენილი გორის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეები, ქალაქ გორის, ასევე სოფლების - სკრისა და ორთაშენის მიმდებარედ, უკანონო თევზჭერას ანკესზე გამობმული სახლართი ბადეების გამოყენებით ახდენდნენ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის მიმდებარედ კი, მოქალაქეებმა ელექტროშოკური აპარატისა და გასაბერი ნავის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს 1,5 კგ ხრამულის სახეობის თევზი.

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი ოქმები შეადგინეს“,-აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა