ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეთანხმება არბიტრაჟის გარეშე შედგეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეთანხმება არბიტრაჟის გარეშე შედგეს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ამ საკითხზე უწყება იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ორი შეხვედრა შედგა, სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს ხვდებოდნენ. ეს პროცესი გაგრძელდება, უახლოეს პერიოდში კიდევ იქნება შეხვედრა. ჩვენი ამოცანაა, ამ კომპანიასთან ჩვენი შეთანხმება შედგეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ, რომ შემხვედრი სურვილიც სახეზეა. თანაბრად განიხილება ამ ეტაპზე როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე მათ მიერ პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში, ეს უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს „ENKA Renewables“-მა საქართველოს მთავრობასთან „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა