უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ დასრულდა

უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 14 ლოკაციაზე პარალელურად მიმდინარეობდა, მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა დაჯილდოებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, „დიდგორი 2021“- ის საპატიო დაფები და კოინები მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა გადასცეს.

„თავდაცვის ძალების მეთაურმა სწავლებაში ჩართულ მონაწილეებს პროფესიონალიზმის, აქტიურობისა და გამოჩენილი ინიციატივებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწავლება მაღალ დონეზე აღსრულდა და დასახულ მიზანს უპასუხა.

საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა, ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება „დიდგორი 2021“-ის მთავარი მიზნები იყო. „დიდგორი 2021“ წელს მერვედ ჩატარდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მისი დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს პირველად სრულად ხელმძღვანელობდა თავდაცვის ძალები.

წლევანდელი „დიდგორი“ ბევრი სიახლით და მრავალფეროვნებით იყო გამორჩეული, მათ შორის მასში პირველად გათამაშდა საველე კომპონენტები, მოხდა რეზერვისტების გამოძახება და მათი საველე მომზადება, გაიმართა თავდაცვის ძალებისა და შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფის ერთობლივი საველე წვრთნები, რეალურად გათამაშდა ლოჯისტიკური მხარდაჭერის ელემენტები, სწავლებაში პირველად გამოიყენეს ახალი სიმულაციური სისტემები VBS3.

მომავალ წელს სწავლებაში რეალურად მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს