ერაყი პოლონეთ-ბელარუსის საზღვრიდან საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით ავიარეისის განხორციელებას გეგმავს

ერაყის მთავრობა აცხადებს, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვრიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანის და სამშობლოში დაბრუნების მიზნით პირველი ავიარეისი ხუთშაბათს შესრულდება.

"ერაყი შეასრულებს პირველ ავიარეისს 18 ნოემბერს მათთვის, ვისაც შინ დაბრუნება სურს", - განაცხადა ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აჰმედ ალ-საჰაფმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს შეხვედრას და ბელარუსისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საზღვარზე არსებული ვითარების გამო მინსკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოებას გეგმავენ. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელსაც, საპროტესტო აქციების ჩახშობის გამო, საერთაშორისო სანქციები უკვე დაწესებული აქვს, იმუქრება, რომ ნებისმიერი ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში მინსკი საპასუხო ზომებს მიიღებს. ლუკაშენკომ არ გამორიცხა, რომ ბელარუსმა ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა